ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, უკრაინელებმა ქალაქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, ახლა ქალაქის გაწმენდა მიმდინარეობს.
"ჩვენი ირპენი განთავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!" - თქვა ქალაქის მერმა.