logo
ENG



ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლულია

27 ოქტ 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
m2zdfnr80xsppbr.jpeg

დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლეს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, სპეცდანიშნულების რაზმების სამიზნე სწორედ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი იყო. ამერიკელი სამხედროების მხრიდან ოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებ ცნობა უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არც ერთხელ დადასტურებულა.


close დახურვა