საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელ X-ზე ბათუმში, საფეხბურთო კლუბების: თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დიპლომატის შეფასებით, ეს იყო „ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“.
ცნობისთვის, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი და დაკავებულია 16 პირი.
