logo
ENG



ისრაელის იერიშის შედეგად ჰამასის თანადამფუძნებლის ქვრივი მოკლეს

19 ოქტ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/7s8154evphi1t9b.jpg

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ჰამასის თანადამფუძნებლის აბდალ აზიზ რანტისის ქვრივი და ჰამასის პოლიტბიუროს წევრი, ჯამალია ალ-შანტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰამასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

2021 წელს ალ-შანტი პირველი ქალი გახდა, რომელიც ჰამასის პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში აირჩიეს. მისი ქმარი რანტისი 2004 წელს მეორე ინტიფადის დროს ისრაელის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.

გარდა ამისა, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფების, ღაზას სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი მოკლეს.

IDF-ის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე განახორციელეს ავიადარტყმა, რის შედეგადაც რაფატ აბუ ჰილალი დაიღუპა.

სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტები სიდიდით მესამე ტერორისტული ორგანიზაციაა სექტორში ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის შემდეგ.


close დახურვა