logo
ENG



ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა და ჰამასმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

17 იან 202510:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/17/5ognk3bnpq10aw5.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიუაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ჰამასისა და ისრაელის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა პარასკევს, 17 იანვარს უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია, რათა გარიგებაზე კენჭისყრა ჩატარდეს.

ნეთანიაჰუს სპიკერის განმარტებით, შეთანხმების მისაღწევად მხარეებს 24 საათი უნდა მიეცეთ, რათა უზენაეს სასამართლოს მიმართონ. 


close დახურვა