logo
ENG



ისრაელის მოსახლეობის ნაწილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

07 მაი 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის მოსახლეობის ნაწილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სასამართლოს დადგენილების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს, კორუფციულ საქმეზე ბრალდების მიუხედავად, ახალი მთავრობის ხელმძღვანელობის უფლება აქვს.

გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად დღეს პრემიერის ადმინისტრაციასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტის ნაწილმა ოფისის ღობეზე თავიც მიიბა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ ბენი განცმა შეთანხმება კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ გასულ თვეს გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ისინი მინისტრთა კაბინეტს მორიგეობით უხელმძღვანელებენ. 


close დახურვა