ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი, შესაძლოა, კიევში ჩავიდეს. მან ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ოფიციალურ პირებს სთხოვა, კიევში შესაძლო ვიზიტისთვის ყველაფერი მოამზადონ.
ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ოფიციალური პირები ბენეტის კიევში ვიზიტში, რუსული საჰაერო იერიშებიდან გამომდინარე, საფრთხეებს ხედავენ.
5 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული. შეხვედრას კოორდინაციას გერმანია და საფრანგეთიც უწევდნენ.