ისრაელი მორიგი ვადამდელი არჩევნების ზღვარზეა. ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებები უშედეოდ დასრულდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიტიკურ კონკურენტთან შეთანხმება ვერ შეძლო. ახლა სწორედ ბენი განცს ეძლევა შანსი მთავრობა ჩამოაყალიბოს.
ნეთანიაჰუმ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალურ ვიდეომიმართვაში ახსნა.
„ცოტა ხნის წინ შევატყობინე პრეზიდენტს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის მას მანდატს უკან ვუბრუნებ. მანდატის მიღების შემდეგ მე ვმუშაობდი შეუჩერებლად, რომ ეროვნული და ერთიანი მთავრობა ჩამომეყალიბებინა. უსაფრთხოების გამოწვევბის ფონზე, ეს არის ის, რაც ისრაელს ჭირდება. მე ყველაფერი ვცადე, რომ თავიდან ამეცილებინა ხელახალი არჩევნები. თუ განცი უარს იტყვის უმცირესობის მთავრობის იდეაზე, ჩვენ შევძლებთ ერთად ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, რომელიც ისრაელს ჭირდება. მთავრობა ყველასია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერის პოსტი უკვე 10 წელი უკავია. თუმცა, სექტემბრის არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტია "ლიკუდმა" და მისმა მოკავშირეებმა "ქნესეთში" მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს. "ლიკუდმა" 32 მანდატი მიიღო, ხოლო მისმა ოპოზიციურმა პარტიამ 33 მანდატი მიიღო და "ლიკუდთან" კოალიციაში შესვლაზე უარი განაცხადა.