logo
ENG



ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მიზნით ტაქტიკურ პაუზებს დააწესებს

16 ივნ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/16/js1785mkork633a.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდის მიზნით, სამხედრო აქტივობებეზე ყოველდღიურ ტაქტიკურ პაუზებს დააწესებენ.

პაუზის ამოქმედება ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იგეგმება. 

IDF-ის თქმით, გადაწყვეტილება გაერო-ს ოფიციალურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკუსიის შემდეგ მიიღეს. 

გაეროს სააგენტო პალესტინელი ლტოვლიებისთვის (UNRWA) ამბობს, რომ 50 000-ზე მეტ ბავშვს არასრულფასოვანი კვების გამო მკურნალობა ესაჭიროება. მათი გუნდები აქტიურად მუშაობენ, რათა ოჯახებს დახმარება მიაწოდონ, მაგრამ სიტუაცია კატასტროფულია.


close დახურვა