The New York Times-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზის სექტორში, ხან-იუნისის ჩრდილოეთით, პროკლამაციები გაავრცელა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას განახლებულ ჰუმანიტარულ ზონაში ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციის განსახორციელებლად ემზადებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობენ, ხან-იუნისის რაიონში საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წარმოებული იერიშების შედეგად 40 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ისრაელი ამ ინფორმაციას მნიშვნელოვნად გადაჭარბებულს უწოდებს.
ღაზის თითქმის მთელი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და გადასულიყო ლტოლვილთა ბანაკებში.