logo
ENG



ისრაელში მთავრობის მიერ კორონაკრიზისის დროს ეკონომიკურ საქმიანობას აპროტესტებენ

12 ივლ 202012:53
3 წუთის საკითხავი
clock 314

ისრაელის მოსახლეობა ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას აპროტესტებს.

თელ-ავივის ცენტრში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა.

დემონსტრანტების შეფასებით, კორონავირუსის კრიზისის არასწორად მართვამ ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კომპენსაციების გაცემის პროცესის გაჭიანურებაშიც ადანაშაულებდნენ.

დემონსტრაცია მცირე მეწარმეებისა და თვითდასაქმებულების მიერ იყო ორგანიზებული. ლოქდაუნის პერიოდში უმუშევრობის მაჩვენებელი ისრაელში 21 პროცენტით გაიზარდა. 


close დახურვა