ისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ქვეყანაში დაიხურება საგანმანათლებლო დაწესებულებები და საკვები ობიექტები. გადაადგილება შეეზღუდებათ მოქალაქეებსაც. მუშაობას მხოლოდ პირველადი დანიშნულების დაწესებულებები განაგრძობს.
ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა საშუალო მაჩვენებელმა ოთხი ათასი შეადგინა. მკაცრი საკარანტინე ზომები ისრაელში პარასკევს ამოქმედდება და სულ მცირე სამ კვირას გასტანს.