საქართველოს წარსული, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. ერეკლე მეორის მოღვაწეობის ინტერპრეტაცია ვიწრო ინტერესებისთვის. ხელისუფლებას მეფის გადაწყვეტილებების რუსული კონტექსტი სჭირდება. სწორედ ერეკლეზე ააგო ივანიშვილის გუნდმა ბოლო დროის პროპაგანდისტული ხაზი. ამჯერად პლატფორმად ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოიყენეს.