დინამო არენა დაახლოებით 55 ათას მაყურებელს იტევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უამრავი გულშემატკივარი მატჩს სხვადასხვა ადგილში მიადევნებს თვალყურს. მოწყობილია საჯარო სივრცე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დედაქალაქში დიდი ეკრანი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდა. აქტივობა დაგეგმილი აქვს კოკა-კოლასაც.