logo
ENG



ისტორიული მიღწევა - ისრაელი და ბაჰრეინი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ

12 სექ 202000:25
3 წუთის საკითხავი
clock 834
cx0p9f3ihvmzzzs.jpg

ბაჰრეინი და ისრაელი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გაავრცელა. 

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამ ფაქტს "ისტორიული მიღწევა" უწოდა. 

"ჩვენი ორი დიდებულმა მეგობარმა - ისრაელმა და ბაჰრეინის სამეფომ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ეს მეორე არაბული ქვეყანაა, რომელიც 30 დღეში ისრაელთან მშვიდობას ამყარებს!", - წერს დონალდ ტრამპი. 

ისრაელი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებას 15 სექტემბერს, თეთრ სახლში მოაწერენ ხელს.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში არაბული სახელმწიფოების დიდი ნაწილი ისრაელის სახელმწიფოს ბოიკოტს უცხადებდა. თუმცა, 13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. აქამდე ისრაელს არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა