logo
ENG



ის არის ივანიშვილის დაბადების დღის საჩუქარი - ნადირაშვილი შოთაძეზე

18 თებ 202016:01
3 წუთის საკითხავი
 

„ის არის ივანიშვილის დაბადების დღის საჩუქარი", - ასე აფასებენ „ევროპულ საქართველოში“ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ დანიშვნას.

როგორც ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, შოთაძე უნდა მიცემულიყო სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისგებაში, თუმცა ის ამის ნაცვლად მეორედ აირჩიეს ქვეყნის მთავარ ბრალმდებლად. 

„ის ფაქტი, რომ კენჭისყრა დასრულდა 82:0 - ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო საბჭოთა ჰიმნის ჩართვა. ესა კომუნისტური პარტიაა, არცერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე პარტია. „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს უნდა გააფორმოს სსრკ, მაგრამ ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. არცერთ წევრს უმრავლესობიდან არ აღმოაჩნდა თავმოყვარეობა, რომ კრიტიკული კითხვები დაესვათ მისთვის. შოთაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სარალიძის საქმეს. ადამიანი, რომელიც თეთრი ძაფებით აყალბებდა საქმეს, იმის ნაცვლად რომ პასუხისგებაში მიცემულიყო და გამოკვეთილიყო მისი მითითებები, ტრიუმფით დააბრუნეს თანამდებობაზე. ქურდულად შეაპარეს დარბაზში, რათა ოპოზიციას დისკომფორტი არ შეექმნა, მაგრამ მას დისკომფორტი ექნება ყველგან. ის ემსახურება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი შოთაძე პარლამენტმა 82 ხმით მეორედ აირჩია გენერალურ პროკურორად.


close დახურვა