logo
ENG



იტალიამ ასტრაზენეკას ვაქცინის ავსტრალიაში შეტანა დაბლოკა

05 მარ 202109:48
3 წუთის საკითხავი
 
იტალიამ ასტრაზენეკას ვაქცინის ავსტრალიაში შეტანა დაბლოკა

ევროკომისიამ და იტალიამ კორონავირუსის ასტრაზენეკას ვაქცინის ავსტრალიაში ექსპორტი დაბლოკა, მას შემდეგ რაც კომპანიამ ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამავე გამოცემის ცნობით, ასტრაზენეკამ იტალიის მთავრობისგან ითხოვა ნებართვა 250 000 დოზის გატანის შესახებ. საქმე ეხება ამ ფარმაცევტული კომპანიის მიერ იტალიაშივე წარმოებულ დოზებს. 

იტალიის მთავრობამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ევროკომისიამაც მხარი დაუჭირა. 

 


close დახურვა