logo
ENG



იტალიამ 30 რუსი დიპლომატი გააძევა

05 აპრ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/05/lsb20vhf3hs62m7.jpg

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებენ. რუსეთში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგეს საფრანგეთმა, გერმანიამ და დანიამ.

სამშაბათს იტალიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა დიპლომატების გაძევების შესახებ შეეტყობინებინათ.

"აღნიშნული ზომა შეთანხმებულია სხვა ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან და აუცილებელია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო და მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით", - ამბობს დი მაიო.


close დახურვა