logo
ENG



იტალიაში, რომის ქართული სამრევლოს ტაძარი დაარბიეს

20 მაი 202121:36
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/y1tjnsk1ru04pls.jpg

იტალიაში, რომის ქართული სამრევლოს ტაძარი გატეხეს და საკურთხეველი დაარბიეს.

სამრევლოს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.

"გვაქვს ეჭვი, რომ ტაძარში შემოსულები არიან გაქურდვის მიზნით. როდესაც ვერ ნახეს ტაძარში ძვირფასეულობა და თანხა, ალბათ, გაბრაზებულ გულზე დაარბიეს. კარადებიდან არის გადმოყრილი ნივთები", - ამბობენ რომის სამრევლოში.

მათივე ცნობით, ტაძარში ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და თითის ანაბეჭდები აიღო.

ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.


close დახურვა