logo
ENG



იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 197-მდე გაიზარდა

07 მარ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 
rmct518e1b3ob91.jpg

 

იტალიაში კორონავირუსისთ დაღუპულთა რაოდენობა 197-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 49 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთი დღისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობა 4 ათას 600-ს აჭარბებს.

ვირუსი 21 ადამიანს დაუდასტურდა საკრუიზო ლაინერზე, რომელიც სან-ფრანცისკოს სანაპიროსთანაა გაჩერებული. ბორტზე სულ 3500 ადამიანი იმყოფება. ვირუსი დაუდგინდა ორ ადამიანსაც, რომლებიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში მგაზვრებს სკრინინგს უტარებდნენ.

კორონავირუსის გამო ტეხასში, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალიც გაუქმდა. დაავადებასთან საბრძოლველად დონალდ ტრამპმა 8-მილიარდიან საგანგებო კანონპროექტს მოაწერა ხელი. ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში, მეორე პაციენტი დაიღუპა დიდი ბრიტანეთშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოებს მოუწოდებს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრეს პრიორიტეტად აქციონ.

 


close დახურვა