logo
ENG



იტალიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

02 თებ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 
hakk64s72yy77yd.jpg

საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს იტალიის ქალაქ მოდუნიოში. მათ ბრალი ბინების გაქურდვაში ედებათ.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი შენობის ჩხრეკისას დააკავეს. ამოღებულია მოპარული ნივთები - ტელეფონი, საათი და ნაღდი ფული. ჩხრეკისას ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

იტალიელი სამართალდამცველების ცნობით, ამოღებული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის პატრონს ეკუთვნის.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 


close დახურვა