logo
ENG



იტალიაში ყველა ის საწარმო იხურება, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს არ ამზადებს

22 მარ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი მსოფლიოში იზრდება.  მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა იტალიაში, სადაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იტალია დაავადების შესაჩერებლად ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. იხურება ყველა საწარმო, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს არ აწარმოებს.

ჩეხეთის ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, გადაუდებელი საჭიროების გარეშე ქუჩაში არ გამოვიდეს. მათ კი, ვინც ქუჩაში ნიღბის გარეშე გავა, აჯარიმებენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით ვიზების გაცემა შეაჩერა.

კოვიდ 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა უკრაინაში.

დაავადების მსხვერპლის რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა ესპანეთში.

ამ მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 307 280 შემთხვევა ფიქსირდება.


close დახურვა