logo
ENG



იტალიაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, სერია ა-ს თამაშები გრძელდება

09 მარ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 
itngoefjvubpcgk.png

იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფეხბურთში, სერია ა-ს თამაშები მაინც გრძელდება. იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების დასწრების გარეშე უშუალო კონკურენტს - ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ტურინულმა გუნდმა ინტერს გათამაშების ცხრილში 9 ქულით გაასწრო.  63 ქულით ის პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე კი 62 ქულით ლაციოა

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 366-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 7 375 კი, ინფიცირებულია


close დახურვა