იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შემდეგ, იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
"იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მაიომ.
ცნობისთვის, რომი რუსეთიდან ყოველწლიურად 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის იმპორტს ახორციელებს, რაც იტალიის მთლიანი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ამჟამად, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ იტალია ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას ცდილობს.