logo
ENG



იტალიელი სენატორი: ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, მზიას განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ

06 აგვ 202517:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/06/xly84qdxxfjidur.jpg

იტალიელი სენატორი მარკო ლომბარდო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იტალიის სენატში გამართულ მოსმენაზე მზია ამაღლობელზე ისაუბრა, დღეს გამოცხადებულ განაჩენს X-ზე პოსტით ეხმაურება. 

"მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდება გადაკვალიფიცირდა, როგორც საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა, მზიას ნამდვილი "დანაშაული" თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტად ყოფნა და ხალხის პროტესტის ასახვაა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, განაჩენი გამარჯვებად ვაქციოთ", - წერს ის. 

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯაგადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.


close დახურვა