logo
ENG



იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება შედგა - ტორპედო უმაღლეს ლიგაში დარჩება

05 თებ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 
nsmc43skxi5zbgv.jpg

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ „ფეისბუკის“ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს ქუთაისის მერიაში „ტორპედოთი" დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინისთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, იტალიურ მხარესთან შეთანხმება შედგა და კლუბ ახალ სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს.

„იტალიელ ინვესტორთან შეთანხმება მიღწეულია. „ტორპედოს" პრობლემა გადაჭრილია - პირველი მარტიდან გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. დარჩა ტექნიკური საკითხები, რომელიც კლუბის გადაცემასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა ჭიღვარიამ.

ინვესტორის, ფაბრიციო მანინის თქმით, კი იგეგმება ამბიციური კლუბის შექმნა.

„აქ ქუთაისის ტორპედოს შესაძენად ვართ. ვისაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით პირობებზე და როგორც კი შესაძლებელი იქნება, ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ვგეგმავთ ამბიციური კლუბის შექმნას, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება!", - განაცხადა მანინიმ

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ სერიოზული ფინანსური პრობლემა ჰქონდა, რომლის გამოც შეიძლებოდა კლუბი უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებულიყო. 


close დახურვა