logo
ENG



იუკნევიჩიენე: რეგრესია ცხრავე პრიორიტეტზე რომელიც კანდიდატის სტატუსის პირობა იყო

25 თებ 202614:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/25/erdrred43ch3xqt.jpeg

რეგრესია ცხრავე პრიორიტეტზე რომელიც კანდიდატის სტატუსის პირობა იყო. მაშინ, როდესაც ამტკიცებენ რომ ევროინტეგრაცია მათი სტრატეგიული მიზანია მაღალჩინოსნები და მთავრობასთან აფელირებული მედია სისტემატურად ეწევიან ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც აგებულია დეზინფორმაციასა და კონსპირაციულ ნარატივებზე.

ეს ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობირივ სანქციების დაწესების მნიშვნელობას დემოკრატიულ უკუსვლაზე, სარჩვნო გაყალბებაზე, სადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, ბიძინა ივანიშვილის და სხვა საკვანძო მაღალჩინოსნების ჩათვლით.

არ მიკვირს რომ ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ამ პრორუსულ მთავრობას, მაგრამ სამწუხაროა, რომ დიდმა ქვეყნებმაც უფრო ადრე ვერ დააწესეს სანქციები. ეს იყო სერიოზული შეცდომა. უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, რომ ევროკავშირმა ვერ შეასრულა ვალდებულებები როდესაც ეს მნიშვნელოვანი იყო.


close დახურვა