logo
ENG



იუსტიციამ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

18 დეკ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
იუსტიციამ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

"ჩვენ არათუ ვგეგმავთ არამედ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი. ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა",  - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების საქმის შესწავლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. განცხადება 7 დეკემბერს გავრცელდა.

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.

ასევე, კანონდარღვევად მიიჩნია რეანიმობილში განვითარებული მოვლენებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება და იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს facebook-სა და ოფიციალურ ვებგვერდებზე ყველა ზემოთ აღნიშნული ვიდეოს წაშლა დაავალა.


close დახურვა