logo
ENG



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

17 ოქტ 201917:21
3 წუთის საკითხავი
 
zx3izony4k6iglh.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე წევრების უკმაყოფილების მიზეზი ის შენიშვნები გახდა, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა მიუთითა მის ანგარიშში, უზენაესი სასმართლოს დაკომპლექტების პროცესებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი შენიშვნა მაგალითად ის არის, რომ პროცესი წარიმართა ფორსირებულ რეჟიმში, მითითება არის გაკეთებული ანგარიშში იმაზე, რომ არასამუშაო საათებში მიმდინარეობდა გასაუბრება. ეს საკითხი, საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდანაც პროტესტის მიზეზი გახდა და მათ რამდენიმე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გარდა ამისა, საბჭოს მოსმართლეების უკმაყოფილების მიზეზია, სახალხო დამცველის შთაბეჭდილება, რომ საბჭოში არის 10 კაციანი საბჭოს წევრი, რომელიც ამ პროცესებში შეთანხმებულად მონაწილეობდნენ და რჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად.

კამათის კიდევ ერთი მიზეზი გახდა, დასკვნის და ანგარიშის ის ნაწილი სადაც მითითება არის გაკეთებული, რომ კანდიდატების გარკვეულ რაოდენობასთან დაკავშირებით არის ხარვეზები და ბუნდოვანება მათ განათლებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ. ანგარიში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს შეეხება, რომელთან დაკავშირებითაც ომბუდსმენს არაერთი შენიშვნა აქვს.


close დახურვა