logo
ENG



იქ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდა-მთავრობამ ისრაელიდან ტურისტების მიღება გადადო

10 ივნ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 
o7fwibe6z0r1iij.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ისრაელიდან ტურისტების შემოყვანა გადაიდო. როგორც პრემიერმა შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ ისრაელში 1 კვირის წინ ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

„ბოლომდე გვაქვს მიყვანილი ხელმოწერის დონეზე ისრაელთან შეთანხმება ტურისტების ისრაელიდან შემოყვანაზე. მწვანე კორიდორი პირველად ვისთანაც დავალაგეთ, ეს იყო ისრაელი. მე პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყოს. შეთანხმებული ვიყავით, რომ უკვე პირველი რეისები უნდა გაგვეშვა. ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი საერთაშორისო ტურისტებისთვის გასახსნელად, ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად 1 კვირის წინ, ისეთი დაიწყო იქ, უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაჰყავთ კარანტინში. რამოდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული, იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი და გონივრული ნაბიჯები როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და უსაფრთხოდ, მოქალაქეზე ზრუნვით ვძლევთ ამ გამოწვევას. თუმცა, ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა