logo
ENG



კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

12 ოქტ 202414:07
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, დომ ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა. თანამშრომლებმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მოუწოდებდნენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.

"სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნორმიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შემთხვევაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინებების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა", - თქვა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლების დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობები წარსულშიც ყოფილა.

როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, სატელეფონო შეტყობინებების განხორციელება გუშინ შუადღიდან დაიწყო და მთელი საღამო გრძელდებოდა.

"გარკვეული პერიოდულობით მოგვეწოდებოდა ინფორმაცია თანამშრომლების მხრიდან, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელის მხრიდან მათ თანამშრომლებთან მიმართებაში ხორციელდება ასეთი რამ. ვცადეთ უკან დაკავშირება ამ ნომერზე, მაგრამ, სამწუხაროდ, გამორთულიაო, როდესაც შეტყობინებები კვლავ მისდიოდათ თანამშრომლებს", - თქვა ცესკოს ხელმძღვანელმა.


close დახურვა