ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ამბობს, რომ "ვერცერთი ქვეყანა ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთს უკრაინაში ვერ შეაჩერებენ".
კალასის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო, რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო.
"ახლა არ უნდა ვიყოთ ისევ რბილები. ერთადერთ გამოსავალია, რომ რუსეთს თავის საზღვრებამდე დავახევინოთ, რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არ მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ აგრესიამ მისთვის შედეგი გამოიღო. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. მე ვფიქრობ, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ", - ამბობს კალასი.