logo
ENG



კალაძე: გაუგებარია იან კელის განცხადება, მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია

10 დეკ 202112:06
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე მისი შეფასება შეურაცხყოფა არ ყოფილა, როდესაც თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსენი და " თანაშემწის მოადგილე, რა უბედურება".

კალაძისთვის გაუგებარია აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებაც. ერიკა ოლსონზე თავის განცხადებას კი კალაძე თავის შეცდომას უკავშირებს.

"გაუგებარია იან კელის განცხადება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებად, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებისთვის ან, ზოგადად, უცხოელი ჩვენი მიგორებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. არ არსებობს ეგეთი ფაქტი და გუშინდელი ჩემი ფაქტიც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან "მრჩევლის მოადგილე", რომ მე არ ვიცოდი. შეურაცხყოფა მე არავისთვის მიმიყენებია", - განმარტა კალაძემ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა. 

9 დეკემბერს კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსონი და ინტერესდება, რა თანამდებობა აქვს მას.

"ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ", - ამბობს კალაძე. 

აშშ-ს ყოფილი ელჩის შეფასებით კალაძის განცხადება არის "საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით". 


close დახურვა