logo
ENG



კალაძე: მზად ვართ საარჩევნო სისტემის ცვლილება 120/30 განხორციელდეს

08 მაი 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

თალაკვაძის საპასუხო წერილის შემდეგ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს აქცენტი მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე გააკეთა, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს კალაძემ თქვა, რომ ამ თემაზე პასუხი კუბილიუსს არჩილ თალაკვაძემ გასცა.

„შეთანხმება რაც იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, 120/30-ზე ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა და მობილიზება, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. რაც შეეხება ამ წერილის, სხვა კონკრეტულ თემებს, რომელიც შინაარსში იყო წარმოდგენილი, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო გაკეთებული საპასუხო წერილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებსევროპარლამენტიდან მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 


close დახურვა