"ბოლო დღეებში იმატა მოხალისეების მომართვიანობამ, ამიტომ აუცილებელია მათი გადამზადება",- ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით იმისთვის, რომ მოხალისეებმა მოხუცებს დახმარება უსაფრთხოდ გაუწიონ, აუცილებელია შესაბამისი მზადყოფნა. ამ მიზნით კი მერია წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან მემორანდუმს აფორმებს.
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ მაღალი რისკის ჯგუფში შესული ადამიანების მიმართ. ბოლო დღეებში იმატა მოხალისეების მომართვიანობამ, ამიტომ აუცილებელია მათი გადამზადება, რათა მთელი დახმარების პროცესი სწორად განხორიციელდეს. შესაბამისად წითელ ჯვართან დღეს ფორმდება მოხალისოების გადამზადების კურსი. ასევე პირველ ეტაპზე შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც მოიცვას საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს. ჩვენი ხანდაზმულები ამანათებს მიიღებენ, რათა სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ",-აღნიშნა კახა კალაძემ.