logo
ENG



კალაძე ამერიკელ სენატორებზე: დასავლეთს მივაწვდით რეალურ ინფორმაციას

30 იან 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
lnnfq3cz0m0dri2.jpg

"ეს ადამიანები არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების მწვავე კრიტიკას. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ორ ნაწილად უნდა დაიყოს. ერთი, საერთაშორისო სასამართლოში განსახილველი საქმე და მეორე პოლიტიკური შეფასებები. ორივე მათგანზე ხელისუფლებას აქვს პოზიცია და არგუმენტი. 

"ერთია საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია, ფონტერას ვგულისხმობ. ის განცხადებები რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, მიუღებელია რადგან საქმე საერთაშორისო სასამართლოშია. ჩენ კი გვაქვს მყარი პოზიციები და დავიცავთ ჩვენს სიმართლეს. მეორე ნაწილი, პოლიტიკური შინაარსისა და ეს განცხადებები არსებულ რეალობას არ შეესაბამება. იგივე რუსეთისკენ მისწრაფების ნაწილი. ჩვენ გავაფორმეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ხელს გვიშლიდნენ, დღეს საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ევროპაში მოგზაურობა. ამ გზაზე სიარულს ვაგრძელებთ. ამერიკელ სენატორებთან აუცილებელია კომუნიკაცია. დაგეგმილია შეხვედრები და ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციებს ამ ადამიანებს",-აცხადებს კახა კალაძე. 

 


close დახურვა