logo
ENG



კალაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში არ ერევა

14 ოქტ 201914:23
3 წუთის საკითხავი
 
p42dnt0v9vf140l.jpg

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უწყების ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს თავად იღებს და ბიძინა ივანიშვილის ჩარევაზე ინფორმაცია, არასწორია.

ამის შესახებ მან სვეტიცხოველში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის განდიდატურის შეფასების დროს განაცხადა.

„ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და აბა ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი?! ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით, რომ ბიძინა ივანიშილი ერევა და ის იღებს გადაწყვეტილებას. ეს არასწორია. ყველა უწყებას ყავს თავისი ხელმძღვანელი, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ისე, როგორც მათი უწყებებისთვისაა საჭირო,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. ის ამჟამად სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებს.

 


close დახურვა