logo
ENG



კალაძე ომის თარიღზე: აბსოლუტურად გაუგებარია ეს სპეკულაციები

08 აგვ 202309:52
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე ომის თარიღზე: აბსოლუტურად გაუგებარია ეს სპეკულაციები

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები უნდა მორჩეს. ქართული ოცნების ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის აგრესიის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავს.

"აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულ. არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ვნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა და 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა.

"ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", – განაცხადა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.


close დახურვა