logo
ENG



კალაძე პირბადის ხმარებაზე: ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს

04 ნოე 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 3 ნოემბერს ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1489  მგზავრი  შეეცადა, ხოლო 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. კახა კალაძის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მგზავრები მკაცრად გაკონტროლდებიან. 

მერის თქმით,  გამოვლინდა  3 ფეხზე დგომით მგზავრობის შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო მიკროავტობუსების მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა.

"1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე მიკროავტობუსში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ.

დღეიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.


close დახურვა