logo
ENG



კალაძე სამგორის გამგებელზე: მისი პირადი სივრცეა და ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს

21 ივნ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის თანამდებობიდან განთავისუფლებას არ აპირებ. 

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერზე გამოაქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები "სი*ებად და ქვეყნის მტრებად" მოიხსენიებს. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 

თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა, რომ "ეს მისი [სამგორის გამგებლის] პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს."

" შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს  დონეზე.  ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის არის უმაღლეს დონეზე."- თქვა კალაძემ.

 

 

 


close დახურვა