"სასამართლო არის დამოუკიდებელი და გიგი უგულავას დაკავებამ ზიანი, პირველ რიგში, მმართველ გუნდს მიაყენა, თუმცა ეს არის დემოკრატია" - ასე შეაფასეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ოპოზიური პარტიის ლიდერის დაკავება სტრასბურგში. როგორც მათ "ფორმულასთან" აღნიშნეს, ისინი მზად არიან გააგრძელონ დიალოგი ოპოზიციასთან, იმისთვის, რომ არჩევნები 100 / 50-ზე საარჩევნო მოდელით ჩატარდეს.
"ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვტილებებში. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე დაზიანდა ამ გადაწყვეტილებით, ეს შეიძლება იყოს მმართველი გუნდი. მეორე მხრივ, თუ გვსურს სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ზუსტად ესაა ნათელი მაგალითი",-აღნიშნავს კახა კალაძე.
ირაკლი კობახიძის თქმით კი საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს ანგარიში უკვე გაუწია, თუმცა ოპოზიცია კვლავ რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავს.
"ჩვენი ამოცანაა დიალოგის გაგრძელდება. თავიდან გავაკეთეთ განცხადება, რომ არ განიხილებოდა რაიმე ცვლილება თუმცა შემდეგ ანგარიში გავუკეთეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. წარვსდექით ოპტიმალური ვარიანტით, თუმცა მოლაპარაკების მაგიდაც ოპოზიცია მუდმივად გაურბოდა"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ .