logo
ENG



კალაძის თქმით, გაიხსნა ანგარიში, სადაც უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია

03 მარ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. ამაზე კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის", - ამბობს კალაძე.


close დახურვა