შტატ კალიფორნიასა და ქალაქ ნიუ-იორკში სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან კოვიდზე ვაქცინა გაიკეთონ ან რეგულარული ტესტირება გაიარონ. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა მატულობს და უმრავლესობა დელტა შტამზე მოდის.
ნიუ-იორკის მერის, მარიო ბილ დე ბლაზიოს თქმით, 300 ათასი სახელმწიფო მოხელე, მათ შორის მასწავლებლები და პოლიციელები, ვალდებულნი არიან 13 სექტემბრამდე ვაქცინა გაიკეთონ ან ყოველკვირეულად ტესტის პასუხები წარადგინონ. ქალაქის საავადმყოფოებისა და კლინიკების თანამშრომლებისთვის ვაქცინა უკვე სავალდებულოა.
კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი ამბობს, რომ 246 ათასი სახელმწიფო მოხელე 2 აგვისტოდან იქნება ვალდებული ვაქცინა გაიკეთოს ან სულ მცირე კვირაში ერთხელ ტესტი ჩაიტაროს.
"ჩვენ ახლა პანდემიის ისეთ წერტილში ვიმყოფებით, როცა ინდივიდის გადაწყვეტილება არ აიცრას, ყველაზე მოქმედებს", - განაცხადა ნიუსომმა.