კალიფორნიის გუბერნატორმა შტატის 40-მილიონიანი მოსახლეობისთვის „სახლში დარჩენის" განკარგულება გასცა.
მიზეზი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა. კალიფორნიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 910 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
გუბერნატორმა გევინ ნიუსამმა კონგრესმენებს წერილიც მიწერა, სადაც მან კანონმდებლებს უმუშევრობის დახმარებისა და სოციალური უსაფრთხოებისთვის ფულადი რესურსის მობილიზება სთხოვა.
ახალი კორონავირუსის გავრცელებით ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შემდეგ კალიფორნია ამერიკაში ყველაზე მეტად არის დაზარალებული. პანდემიამ შეერთებულ შტატებში მთლიანობაში 217 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 14 ათასს გადააჭარბა.