logo
ENG



კანადამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

10 ივნ 202317:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/7a1iekp6dva4ewt.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, კანადამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა.

"კანადას გადაწყვეტილი აქვს, უპასუხოს უკრაინის უკანონო და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებით, მათ შორის დამატებით 500 მილიონი დოლარის ჩათვლით, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.  

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას. ამასთან, კანადა 2026 წლამდე გაახანგრძლივებს UNIFIER-ის სამხედრო სასაწავლო მისიის მანდატს, რომლის ფარგლებშიც 8 წლის განმავლობაში, 35000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მომზადდა.

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო კიევში დღეს ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდა.

2022 წლის 14 ნოემბერს, კანადამ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო. კანადის პრემიერმინისტრის თქმით, კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე, 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს და საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიიღოს.


close დახურვა