logo
ENG



კანონი ხალხის წინააღმდეგ - შაბათის ფორმულა

04 მარ 202320:14
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ეხება რუსული კანონი ყველა ჩვენგანს და რატომ დაადგა ქართული ოცნება ღიად ეძინააია რასიას გზას? ერთი წუთით გაიხედეთ გარეთ და ნახავთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა - გზა, ხიდი, სკოლა, საავადმყოფო, აი ეს ყველაფერი, სწორედ ჩვენი პარტნიორების, იმ უცხოელი დონორების დახმარებაა, რომლებსაც ახლა ეს ხელისუფლება აგენტებად გამოცხადებას უპირებს. რომ არა ევროკავშირის, ამერიკის, გაეროს განვითარების ფონდის, იბიარდის თუ სხვა უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა ჩვენს ეკლესიებსაც კი ვერ აღვადგენდით. ამ შემოსავლების გაქრობით, ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ ერთ გზას უტოვებს საქართველოს მოქალაქეებს - ან ოლიგარქის მონობა ან ქვეყნიდან გაქცევა. რუსული კანონი, ყველას გვეხება.


close დახურვა