logo
ENG



კანონპროექტის ჩავარდნა შესაძლოა სურდეს ორ პოლიტიკურ ძალას - ლევან გოგიჩაიშვილი

13 ნოე 201914:01
3 წუთის საკითხავი
 
78drfm44wp80b6o.jpg

"არარეალურია დღეს პროცესის ჩავარდნა ჩემთვის და სახიფათოდ მიმაჩნია. შესაძლოა ორ სისტემას სურდეს ამ პროექტის ჩავარდნას. ესაა "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება"- ასე აფასებს პარალმენტში მიმდინარე მოვლენებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. 

მისი თქმით, აღნიშნულ ორ ძალას სურს ქაოსი და არასტაბილურობა. 

"არ ვიცი, რატომ შეიძლება ქაოსი სურდეთ, მაგრამ ფაქტია მოთხოვნა აქვთ შინაგანი რომ ქვეყანაში არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. თითქოს ერთი მხარე ან მეორე მხარე იყოს საზოგადოების მხსნელი. არც სააკაშვილია ასეთი და არც ივანიშვილი. საზოგადოება უბრალოდ ითხოვს კანონიერ მშვიდობას და თავად გადაწყევტს ვის მისცემს ხმას. ნუ აჟანტაჟებენ ხალხს. ერთია დიქტატორი სააკაშვილი და მეორე ამისკენ მიისწრაფვის. მინდა მივმართო, რომ ამ პროექტის ჩაგდება არ დაუშვან, რადგან ეს მოიტანს საზოგადოებაში შფოთს",- აღნიშნავს გოგიჩაიშვილი. 

მისივე თქმით,  ორ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მიეცეს მთავრობის დაკომპლექტების საშუალება.

"მთავარია რამდენიმე ხმა დაფიქსირდება დღეს საკონტიტუციო ცვლილებებზე. ორ პოლუსში უნდათ მათ დარჩენა ისევ. სულ იქნებიან და ესაა მათი ამოცანა. მთავარი ხელის შეშლა ესაა პროპორციული არჩევნები. მათი სპექტაკლია ისევ დარჩნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სანამ ეს იწილო-ბიწილო არ დასრულდება, მანამდე სერიოზული პრობლემა ექნება საზოგადოებას. ამ პრობლემას დააოკებს პროპორციული არჩევნები. ამ პარტიებს აღარ ექნებათ იმის შესაძლეობლობა მარტო დააკომპლექტონ მთავრობა",- აცხადებს გოგიცაიშვილი. 


close დახურვა