logo
ENG



კანცელარიისთან რუსული კეტჩუპის დასხმისთვის ხოშტარია, მაცაბერიძე და ლემონჯავა დააკავეს

06 მარ 202217:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/zndqxfrfbq3945m.jpg

კანცელარიის კიბეზე რუსული წარმოების კეტჩუპის დასხმის გამო დროას ლიდერები ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას პარტია დროა ავრცელებს. 

ვიდეოში ჩანს, რომ ელენე ხოშტარია კანცელარიასთან ბრიფინგს მართავდა, კიბეზე კეტჩუპის დასხმისას კი პოლიციამ აიყვანა.

"უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს წირავენ, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას. აი, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. 

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოიხრჩოს რუსული ეკონომიკა, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. [...]

ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მთავრობა. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსები", - თქვა ელენე ხოშტარიამ და კიბეზე კეტჩუპი დაასხა. 


close დახურვა