logo
ENG



კაპანაძე IRI-ის კვლევაზე: ეს არის განაჩენი ქართული ოცნებისთვის

13 აგვ 202008:53
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევის შედეგებმა ქართული ოცნების დაბალი რეიტინგი კიდევ ერთხელ ასახა. 

კაპანაძე ქართული ოცნების მიერ მოპოვებულ 33%-ს განაჩენად აფასებს და აღნიშნა, რომ პარტია, რომელსაც ასეთი რეიტინგი აქვს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. 

"ამ კვლევაში ძალიან ნათლად ჩანს, რომ ქართული ოცნების რეიტინგი ჩამოვარდა 33%-ზე. სხვა კვლევებსაც თუ შევადარებთ, ეს არის ქვემოთ მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ კვლევებზე უფრო დაბალი იქნება და ჩამოვა მეოთხედზე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ასეთი მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს და შექმნას მთავრობა მარტომ ან შექმნას ვინმესთან კოალიცია. ეს არის განაჩენი ქართული ოცნებისთვის და ეს ვარდნა უახლოეს თვეებში გაგრძელდება. დანარჩენი ოპოზიცია, ჯამში, არის მეტი, ვიდრე ქართული ოცნება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. მთელმა ოპოზიციამ ჯამში 37%-იანი  მხარდაჭერა მოიპოვა. 


close დახურვა