logo
ENG



კასპის მუნიციპალიტეტში 12 წლის ბავშვი თანატოლმა ბასრი საგნით დაჭრა

06 ოქტ 202518:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/06/niufi9n87feo66f.jpeg

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის ბავშვი თანატოლმა ბასრი საგნით, სავარაუდოდ, სამართებლით დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა მოზაიკა ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ამ ფაქტის დამალვა სცადა.

ცნობილია, რომ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა